• სამშაბათი, იანვარი 28, 2020

თუ თქვენ უკვე შეიძინეთ საიტის დომენი, შემდგომი ნაბიჯი იმისთვის, რომ თქვენმა საიტმა დაიწყოს ფუნქციონირება, საჭიროა ჰოსტინგი. მოდით ვისაუბროთ, თუ რა არის ვებ-ჰოსტინგი.

 1. როგორ მუშაობს ვებ-ჰოსტინგი?!

  როდესაც თქვენ გადაწყვეტთ საკუთარი ბიზნესის გაკეთებას, თქვენ ამისთვის გჭირდებათ ლოკაცია თქვენი ბიზნესისთვის, იგივე წესები ვრცელდება ციფრულ ბაზარზე ვებ-საიტის შექმნისას. შესაბამისად თქვენი ბიზნესის ადგილს წარმოადგენს ჰოსტინგი.

  ონლაინ ბიზნესის შექმნისას, თქვენ გაქვთ მთელი რიგი ფაილები, სურათები და HTML კოდი,  რომლებიც თქვენს ვებ-საიტს სრულყოფილს ქმნიან.  ამ ყველა ინფორმაციას  სჭირდებათ ადგილი/სივრცე.  ჰოსტინგის გარეშე თქვენს ფაილებს/ინფორმაციას არ ექნება წვდომა საიტზე და შესაბამისად ვერავინ შეძლებს ნახვას. 

  სერვერ1-ის   ჰოსტინგი უზრუნველყოფს თქვენს ვებ–სერვერზე ადგილს თქვენი ყველა ფაილის შესანახად და პასუხისმგებელია თქვენი ვებ–გვერდის ფაილების/ინფორმაციის მიწოდებაზე.  როდესაც თქვენ იხდით ჰოსტინგის საფასურს, თქვენ უბრალოდ ქირაობთ საცავ ადგილს ინტერნეტში - ისევე, როგორც  კომერციულ ფართს თქვენი ბიზნესისთვის.

 

2. რა არის დომენის სახელი?!

   ისევე, როგორც ყველა ქუჩის მისამართი არის უნიკალური, ასევე ყველა დომენიც უნიკალურია. როდესაც დაიწყებთ ახალ ვებ-გვერდის დამზადებას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ  ვებ-გვერდის სახელი, რომელიც სრულყოფილად ასახავს თქვენს ბრენდს.  დომენის სახელი არის თქვენი კომპანიის მისამართი ინტერნეტში.

 

3. ჰოსტინგის პროვაიდერის არჩევა

   პროვაიდერის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჰოსტინგის სერვისის სხვადასხვა ტიპები. 

   წარმოგიდგენთ საკითხებს რისი მიხედვითაც უნდა აირჩიოთ თქვენი საიტისთვის შესაფერისი ჰოსტინგი

  • რა ტიპის ვებ-გვერდის დამზადებას გეგმავთ? ელექტრონული კომერცია (E commerce), ბლოგი, პორტფოლიო და ა.შ.
  • ვებ-გვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდება, თუ რა მოცულობა არის  საჭირო თქვენი საიტის გასაშვებად.
  • აუცილებელია იყოთ ინფორმირებულები, შეგიძლიათ თუ არა შექმნათ ელ.ფოსტის მისამართები თქვენი დომენისთვის.
  • ჰოსტინგის რა ვარიაციებს გთავაზობთ ჰოსტინგ პროვაიდერები და იქნება თუ არა თქვენი სიატისთვის შესაფერისი და სწრაფი.
  • იყენებენ თუ არა ჰოსტინგ პროვაიდერები SSL სერტიფიკატს, რომელიც იცავს რისკებისგან ვებ-გვერდს და თქვენს ინფორმაციას ხდის კონფიდენციალურს. 

 

   4.  ვებ-ჰოსტინგის ტიპები

   თუ გსურთ ვებ-გვერდის ჰოსტინგი თქვენი მცირე ბიზნესისთვის, სერვე1 • Server1 არის ვებ-ჰოსტინგ პროვაიდერი, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან ჰოსტინგ მომსახურებას, რომლებიც  თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული.

   ჰოსტინგ პროვაიდერის არჩევის შემდგომ, თქვენ უნდა შექმნათ ჰოსტინგის ანგარიში და შეარჩიოთ, თუ რომელი ტიპის ჰოსტინგი იმუშავებს საუკეთესოდ თქვენი საიტისთვის, ან დაგვიკავშირდეთ და ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ ჰოსტინგ პაკეტის არჩევაში. ჩვენს საიტზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ინფორმაცია ჰოსტინგის და დომენის შესახებ, ასევე შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ სასურველი ჰოსტინგ პაკეტი და შეიძინოთ, სულ რამდენიმე წუთში თქვენი შენაძენი 100% ით იქნება გააქტიურებული.  ჰოსტინგის ჩვენთან შეძენის შემთხვევაში თქვენი საიტი დაცული იქნება  SSL სერტიფიკატით

სერვე1 • Server1-ის საშუალებით თქვენ მიიღებთ უწყვეთ კავშირს და საიტის დაცულობას.